მესიმ ვარჯიში გამოტოვა
"ბარსელონას" პირველმა გუნდმა მეფის დღეზე ადგილობრივ ბავშვებს საჩუქარი გაუკეთა და ღია სავარჯიშო სესია გამართა. "რეალ სოსედადთან" მარცხის შემდეგ "ბარსას" ფეხბურთელებს "მინიესტადაზე" 11.134 მაყურებელმა მიადევნა თვალი.
სამწუხაროდ, გასტროენტერიტის გამო, ვარჯიში გამოტოვა ლეო მესიმ. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ვერც რაფინიამ მიიღო, რომელსაც ყური სტკივა. თუ როდის განაახლებენ ვარჯიშს მესი და რაფინია, ამას ექიმები განსაზღვრავენ. რაც შეეხება მატიეს, მან განცალკევებით ივარჯიშა.
ღია ვარჯიში 14:00 საათზე დაიწყო. გულშემატიკვრები ფეხბურთელებს დიდი ოვაციებით მიესალმნენ. თავდაპირველად, მოთამაშეებმა ვარჯიში გახურებით დაიწყეს.
ამის შემდეგ ფეხბურთელები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ნეიმარმა ღია სავარჯიშო სესიაზე 5 გოლი გაიტანა; ადრიანომ, ბარტამ - 3; ალვესმა, პიკემ - 2; ხოლო რაკიტიჩმა - 1. ამ ყველაფერს ფანები ისე უყურებდნენ, თითქოს ოფიციალური მატჩი ყოფილიყოს.
ბოლოს, ფეხბურთელებმა გულშემატიკვრებს ავტოგრაფები დაურიგეს და მათთან სურათები გადაიღეს. მოთამაშეებმა განსაკუთრებული ყურადღება ინვალიდ ფანებს მიაქციეს.
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ "ბარსელონელებმა" ადგილობრივ საავადმყოფოებში ბავშვებთან სტუმრობისთვის მზადება დაიწყეს. ამის შემდეგ ფეხბურთელების სახლში დაბრუნდებიან და თავიაანთ ოჯახებთან ერთად მეფის დღეს აღნიშნავენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=MEYCiXs6Lt8]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]