მასკერანოს აგენტი: "ხავიერი დიდი სიამოვნებით ითამაშებდა "ბარსელონაში"

მასკერანოს აგენტი: "ხავიერი დიდი სიამოვნებით ითამაშებდა "ბარსელონაში"

ინგლისური "ლივერპულის" ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს აგენტმა, ჰორაციო ზანდონადიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს ძალიან უნდა "ბარსელონაში" თამაში.

"მასკერანოს ძალიან უნდა "ბარსელონაში" თამაში. მან "ლივერპულთან" არ გაახანგრძლივა კონტრაქტი და იმედედოვნებს, რომ სულ მალე კატალონიელების ღირსებას დაიცავს. "წითლები" მასში იმის ნახევარს ითხოვენ, რასაც ლონდონის "არსენალი" სესკ ფაბრეგასში ითხოვდა." განაცხადა ჰორაციო ზანდონადიმ Radio COM–თან ინტერვიუში.

ასევე შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ინტერესი გამოთქვა ბრემენის "ვერდერის" ნახევარმცველ, მესუთ ოზილზე. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: ვინ გადავა "ბარსელონაში", ოზილი თუ მასკერანო?

წყარო: sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.