ლუის ენრიკე vs ლეო მესი - კონფლიქტის ქრონოლოგია

ლუის ენრიკე vs ლეო მესი - კონფლიქტის ქრონოლოგია

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდის ლიდერთან, ლიონელ მესისთან კონფლიქტს უარყოფს, მაგრამ კატალონიურ პრესას მისი არ სჯერა. ავტორიტეტული გამოცემის, Sport-ის ჟუნრალისტი ხავიერ მიგელი ენრიკესა და მესის შორის არსებული კონფლიქტის ქრონოლოგიას გვთავაზობს.

როგორც ირკვევა, ლუის ენრიკესა და ლეო მესის შორის უთანხმოება არა "სოსიედადთან" წაგებული თამაშის წინ, არამედ გაცილებით ადრე დაიწყო. "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან მცირე ხანში, პირველივე პრესკონფერენციაზე, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი ის თავადაა. მას დაავიწყდა ის ფეხბურთელები, რომლებმაც "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდად აქციეს. ამ ფრაზამ, მესის გარდა, სხვა ფეხბურთელებიც გაანაწყენა. არგენტინელმა, ამ ეტაპზე, დუმილი ამჯობინა.

ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ, "ბარსელონამ" ლეო მესის 2 ახლო მეგობარი, სესკ ფაბრეგასი და ხოსე მანუელ პინტო გუნდიდან გაუშვა. მოგვიანებით, ლუის ენრიკემ სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრის, პეპე კოსტას დათხოვნა გადაწყვიტა, ამ უკანასკნელს კი მესისთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და არგენტინელი, ამ ამბის შეტყობის შემდეგ, გაბრაზებული იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში პეპე კოსტას მომავალი გაურკვეველი იყო. საბოლოოდ, ბართომეუმ მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა. "ბარსელონას" პრეზიდენტი გაკვირვებული იყო იმ უარყოფითი რეაქციით, რომელიც კლუბიდან ჩემა კორბელიას გაშვებით იყო გამოწვეული და მას არ სურდა, რომ იგივე პეპე კოსტას შემთხვევაშიც გამეორებულიყო.

მესისა და ენრიკეს მორიგი უთანხმოება "სელტასთან" "კამპ ნოუზე" წაგებული თამაშის შემდეგ მოხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ისინი ერთმანეთს გასახდელში შეხვდნენ. მესიმ უსაყვედურა მწვრთნელს, რომლისაც მას სჯეროდა. არგენტინელის თქმით, ენრიკე "ბარსას" იმ ფეხბურთს არ ათამაშებდა, რომელიც კატალონიელთათვის ოპტიმალური იყო. მესის აზრით, ენრიკე იმ ფეხბურთელებს უნდა მინდობოდა, რომლებმაც "ბარსელონას" სტილი შექმნეს.

ამის შემდეგ, მესისა და ენრიკეს შორის ურთიერთობა გაიყინა. მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ. მათი შერიგების გზები არავინ იცოდა.

ეს, მესის კარიერაში, მწვრთნელთან კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ იყო. გვარდიოლასთან მუშაობის დროს, მას დამრიგებელთან კონფლიქტი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ პაკო სეირულ ლოს, ან უკიდურეს შემთხვევაში ტიტო ვილანოვას ჩარევის შემდეგ, სიტუაცია იმუხტებოდა. ამჯერად ეს შეუძლებელია, რადგან მესი არც ლუის ენრიკეს თანაშემწეებს ელაპარაკება. არგენტინელი უნსუეს, ხოაკინ ვალდესსა და რობერტო მორენოს იგნორირებას უკეთებს.

სიტუაცია წინა დღეებში განსაკუთრებით დაიძაბა. 2 იანვრის ვარჯიშის დროს, რომელსაც ფეხბურთლების ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებოდნენ, ლუის ენრიკემ და ლეო მესიმ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ცოტა ხანში, "სოსიედადთან" წაგების შემდეგ, ისინი ერთმანეთს გასახდელშიც დაუპირისპირდნენ. მესიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თამაშში მხოლოდ მე-2 ტაიმში ჩაერთო.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ორშაბათს გამართული ღია ვარჯიშის დროს. ვარჯიშის დაწყებისას მესი არ ჩანდა. ენრიკემ პეპე კოსტას მისთვის დარეკვა დაავალა, მაგრამ ლეომ ტელეფონს არ უპასუხა. შემდეგი დავალება ანტონელასთვის დარეკვა იყო, მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო.

ამ დროისთვის, ენრიკეს, დისციპლინის სერიოზული დარღვევისთვის, მესის დასჯა სურდა, თუმცა კლუბმა მას ამის უფლება არ მისცა. მწვრთნელს უნდოდა, რომ მესი სამაგალითოდ დასჯილიყო, მაგრამ გუნდის კაპიტნებმა მას გადააფიქრებინეს, ხოლო სამშაბათს ისინი მესის სიტუაციის დარეგულირების მიზნით შეხვდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 53 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.