"სევილია" და "ბარსა" სუპერთასისთვის პირველად იბრძოლებენ

"სევილია" და "ბარსა" სუპერთასისთვის პირველად იბრძოლებენ

კატალონიური და ანდალუსიური კლუბები სეზონის პირველი ტიტულისთვის საბრძოლველად ემზადებიან. ისინი ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრას ჩაატარებენ. "ბარსა" და "სევილია" ამ ტურნირში პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
 თასის პირველი მატჩი "რამონ სანჩეს პისხუანზე" გაიმართება ამ შაბათს და ეს გუნდები ესპანეთის ყველაზე ახალგაზრდა ტურნირში პირველად ხვდებიან ერთმანეთს. სუპერთასმა სტარტი პირველად 1982 წელს აიღო. კატალონიური კლუბისთვის მომავალი მატჩი მე-16 იქნება, ხოლო ანდალუსიელებს მანამდე მხოლოდ 2007 წელს უთამაშიათ ამ ტურნირში.

 სუპერ-თასის მეფეები
 "ბარსელონა" არის კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სუპერთასზე, მაგრამ შედეგი არაერთგვაროვანია. კატალონიელებმა რვაჯერ გაიმარჯვეს და შვიდჯერ მარცხი იწვნიეს. ხოლო ანდალუსიელებმა 2007 წელს მადრიდის "რეალი" დაამარცხეს ხუანდე რამოსის თავკაცობით და ის სეზონი "სევილიამ" ოთხი ტიტულით დაასრულა.

 9 გამარჯვება 12 მატჩიდან
 ორმატჩიან შეხვედრებში "ბარსამ" "სევილია" 8-ჯერ დაამარცხა. კატალონიელებმა ანდალუსიელები ასპარეზობიდან გამოთიშეს ორჯერ ესპანეთის თასიდან, ერთხელ "უეფას" თასიდან 1996 წელს. სამაგიეროდ "სევილიამ" მოახერხა და 2006 წელს ევროპის სუპერთასზე კატალონიელები დაამარცხა.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.