Goal: ბართომეუ ლუის ენრიკეს "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ დაითხოვს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის პირობა მისცა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, კვირას, ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩის შემდეგ დაითხოვს. ამ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, ბართმეუმ არგენტინელ ვარსკვლავს ეს პირობა პირადი შეხვედრის დროს მისცა, რომელიც გაიმართა პარასკევს, 9 იანვარს. ასევე ცნობილია, რომ მესი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ისურვებდა ფრანკ რაიკარდს, რომლის ხელმძღვანელობითაც, 2004 წელს, მისი დებიუტი შედგა კატალონიურ კლუბში.
შეგახსენებთ, რომ მესისა და ლუის ენრიკეს შორის კონფლიქტი "რეალ სოსიედადთან" წაგებული მატჩის შემდეგ დაიწყო. მეორე დღეს არგენტინელმა, ჯანმრთელობის პრობელემების გამო, უარი განაცხადა ღია ვარჯიშში მონაწილეობაზე, მაგრამ, როგორც ინფორმაცა ვრცელდება, მას ექიმებისთვის არ მიუმართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 72 ]