ნეიმარი და ჩავი "ელჩესთან" ვერ ითამაშებენ

ნეიმარი და ჩავი "ელჩესთან" ვერ ითამაშებენ

"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი და ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გუნდს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, "ელჩესთან" შეხვედრაში, ვერ დაეხმარებიან. ამჟამად, ორივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, თუმცა, როგორც ლუის ენრიკემ აღნიშნა, ისინი თამაშს მალე შეძლებენ.

"ნეიმარის ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არაა და ის სათამაშოდ მზად უახლოეს დღეებში იქნება. რაც შეეხება ჩავის, ხვალ მისი მოედანზე გასვლა გამორიცხულია. თუმცა, სერიოზული არაფერია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის მალე კვლავ შეძლებს თამაშს." - აცხადებს ლუის ენრიკე.

შეგახსენებთ, რომ "ელჩესა" და "ბარსელონას" შორის მატჩი გაიმართება 16 იანვარს, 01:00 საათზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.