ჩავი "ატლეტიკოსთან" არ იქნება
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში, "ატლეტიკოსთან" მატჩში, მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ჩავიმ "ელჩესთან" თამაში მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა. ამ კვირაში იგი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, თუმცა ესპანელმა "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის შეხვედრა გაიმართება 11 იანვარს, 23 საათსა და 55 წუთზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]