ოზილი ისევ ელის

ოზილი ისევ ელის

მესუთ ოზილმა და მისმა ამჟამინდელმა კლუბმა კომენტარი გააკეთეს მისი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ოზილი "ბარსაში" ვიხილოთ.

"ვერდერის" ნახევარცმველმა ინგლისურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ტრანსფერის შესახებ თავადაც არაფერი იცის: "მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ვერ გეტყვით, გადავდივარ თუ არა "ბარსელონაში", ამ თემაზე ჩემთან არავის უსაუბრია"

ამასთან, ოზილს კარგად ესმის, რომ მისი "ბარსელონაში" გადაბარგების საკითხს მთლიანად პეპ გუარდიოლა წყვეტს და ფეხბურთელს აშკარად არ სურს ამ შანსის ხელიდან გაშვება, ამიტომ "ვერდერთან"  თავისი ურთიერთობის შესახებ საკმაოდ ფრთხილი კომენტარით შემოიფარგლა: "მე არც ერთ სხვა კლუბთან არ მქონია მოლაპარაკება, მე ახლა "ვერდერში" ვარ, მასთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და რა თქმა უნდა იმას, რომ მე პატივს ვცემ ჩემს კლუბს" . დაასრულა ოზილმა.

barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.