აბიდალი: "რონალდუ, ავადმყოფობის დროს, მხარს მიჭერდა"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთლი ერიკ აბიდალი მადრიდის "რეალის" ლიდერზე, კრიშტიანუ რონალდუზე თბილად საუბრობს. აბიდალის თქმით, ავადმყოფობის დროს, მას პორტუგალიელი მუდმივად მხარს უჭერდა.
"რონალდუ კარგი ადამიანია. ქარიმ ბენზემას დახმარებით, ის მხარს მიჭერდა, პირადად მესაუბრებოდა ხოლმე. ის, თანამედროვე ფეხბურთში, ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა. კრიშტიანუ "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი და "ოქროს ბურთის" მფლობელია. არა მგონია, მისი კრიტიკა ღირდეს.
რაც შეეხება მესისთან მის შედარებას - უფრო ხშირად მესის ვეკონტაქტები. მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოა. თუ "ოქროს ბურთს" იგებ, ესე იგი საუკეთესო ხარ, მესის კი ეს ჯილდო რონალდუზე მეტჯერ აქვს მოგებული."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]