პუიოლი საფეხბურთო აგენტი გახდა

პუიოლი საფეხბურთო აგენტი გახდა

"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი საფეხბურთო აგენტი გახდა. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

აპენინელი ჟურნალისტების ცნობით, პუიოლმა საჭირო ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცდები უკვე ჩააბარა.

კარლეს პუიოლმა ფეხბურთის თამაშს თავი გასულ ზაფხულში დაანება. გავრცლებული ინფორმაციით, მას, თავდაპირველად, აგენტობა სურდა, მაგრამ მოგვიანებით კლუბში დასაქმდა და სპორტული დირექტორის თანაშემწის თანამდებობა დაიკავა. მიმდინარე თვეში კი მან ეს თანამდებობა დატოვა და როგორც ჩანს, აგენტის კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.