პუიოლი, შესაძლოა, "გრანადას" სპორტული დირექტორი გახდეს
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუილი, მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, "გრანადას" სპორტული დირექტორის პოსტზე ვიხილოთ.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კარლეს პუიოლმა პრიმერაში სპორტულ დირექტორად მუშაობისთვის საჭირო ლიცენზირების პროგრამა გაიარა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის, მცირე ხანი, "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას თანაშემწე იყო.
პუიოლი, ამჟამად, საფეხბურთო აგენტია. ბოლო დროს, მას სპორტულ დირექტორად მუშაობა რამდენიმე კლუბმა შესთავაზა, მაგრამ 38 წლის ლეგენდა ყოველთვის უარზე იყო. თუმცა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, არაა გამორიცხული, პუიოლმა ეს თანამდებობა "გრანადაში" დაიკავოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]