მესი, ლა ლიგაში ჰეთ თრიქის რაოდენობით, დი სტეფანოსა და სარას გაუთანაბრდა

მესი, ლა ლიგაში ჰეთ თრიქის რაოდენობით, დი სტეფანოსა და სარას გაუთანაბრდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში, "დეპოტივოსთან" მატჩში, 3 გოლი გაიტანა და კარიერში 33-ე ჰეთ თრიქი შეასრულა.

არგენტინელ ვარსკვლავს 22 ჰეთ თრიქი ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში აქვს გატანილი. ლეო მესი, ამ მაჩვენებლით, "ატლეტიკის" ყოფილ ფორვარდ ტელმო სარასა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ თავდამსხმელ ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.

ამდენად, მესი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომლის ანაგარიშზეც პრიმერას მატჩებში 23 ჰეთ თრიქია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.