ბართომეუ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუმ "დეპორტივოსთან" (0:4) გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში გუნდის მიერ ჩატარებული პირველი წრე შეაფასა.
"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, რადგან "დეპორტივო" ძალიან კარგი გუნდია, ისინი მეორე ტაიმში არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდნენ. ჩვენ შედეგებით კმაყოფილი ვართ. "ბარსელონა" მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ წინ ჩემპიონატის მეორე წრეა. მიმდინარე სეზონი ჩვენთვის არც თუ ისე ადვილი გამოდგა, ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვყავს, სამწვრთნელო შტაბი კი სამუშაოს თავს იდეალურად ართმევს." - განაცხადა, ბართომეუმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]