"მანჩესტერმა" თვალი ალვესს დაადგა
როგორც The Telegraph ავრცელებს ინფორმაციას, "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" მარჯვენა მცველით, დანი ალვესით დაინტერესდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდისთვის სარგებლის მოტანას შეძლებს. ინგლისური გრანდი, ამ ეტაპზე, კატალონიურ კლუბში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და შესაძლოა, ალვესის თავის რიგებში გაწევრიანებას შეეცადოს.
ალვესის მომავალი კატალონიურ კლუბში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მანამდე ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი "ბარსელონაში" დარჩენისთვისაც და წასვლისთვისაც მზადაა. "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარაი ბართომეუმ კი თქვა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ალვესის თამაშსა და მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ ალვესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]