ბუსკეტსი "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბუსკეტსი "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კლუბის ხელმძღვანელობასთან, თავისი კონტრაქტის ფინანსური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, საუბარი არ მიმდინარეობს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მის გამოსასყიდ თანხაზე.

ბოლოს ბუსკეტსმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები 2013 წელს გამართა, როდესაც მან ხელშეკრულება 5 წლით გაახანგრძლივა. ამ ეტაპზე ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.