ლუის ენრიკე: "სუარესის თამაშით კმაყოფილები ვართ"
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდის ურუგვაელ ვარსკვლავზე, ლუის სუარესზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის კატალონიელთა ახალწვეულის თამაშით უკმაყოფილო არაა.
"სუარესი იმ პროცესებს გადის, რომელთა გავლაც ნებისმიერ თავდამსხმელს უწევს. ის სახიფათო მომენტებს ყველა მატჩში ქმნის და გუნდისთვის ბევრს აკეთებს. სუარესის თამაშით კმაყოფილები ვართ. მისი თამაშის წყალობით მეტოქის კართან სახიფათო მომენტებს ვქმმნით. ბევრი ფეხბურთელი არ მინახავს, რომლებიც მეტოქის საჯარიმოში სუარესის მსგავსად მოძრაობენ.
ჩვენი მიზანი მოგებაა და სუარესის თამაშის არცერთი ასპექტი ნერვიულობის საბაბს არ იძლევა. ეჭვგარეშეა, რომ ის გოლებსაც გაიტანს. როდესაც ფეხბურთელი გუნდს იცვლის და სათამაშოდ სხვა ქვეყანაში გადადის, მას, ადაპტაციისთვის, დრო ჭირდება. არანაირი ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. ყველა ფეხბურთელს გარკვეული დრო ჭირდება." - აცხადებს ლუის ენრიკე.
ლუის სუარესმა, "ბარსელონას" მაისურით 16 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 8-ჯერ გაატანინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 42 ]