მესიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი პირველად გაიტანა
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში "ელჩეს" კარში მატჩის 54-ე წუთზე პენალტი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა, როდესაც არგენტინელმა ვარსკვლავმა პრიმერას მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
ესპანეთის ბომბარდირთა ცხრილში არგენტინელი, რომელსაც 21 გოლი აქვს გატანილი, მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე იმყოფება მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომლის ანგარიშზეც 28 გატანილი ბურთია. მას 8 გოლი აქვს გატანილი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]