"ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/2-ფინალშია
"ბარსელონამ" ესპანეთის თასის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა მადრიდის "ატლეტიკო". "ვისენტე კალდერონზე" გამართული მატჩი ლუის ენრიკეს გუნდის სასარგებლოდ 2:3 დასრულდა, რის შედეგადაც კატალონიური კლუბი კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მასპინძლები მატჩის პირველივე წუთზე უკვე დაწინაურებულნი იყვნენ ფერნანდო ტორესის გოლის წყალობით. მიუხედავად ამისა, სტუმრება წონასწორობა მალევე აღადგინეს ნეიმარის გოლით. შეხვედრის 29-ე წუთზე რაულ გარსიამ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით მადრიდელები კვლავ დააწინაურა, თუმცა "ბარსელონელებმა" პირველი ტაიმის დასრულებამდე არა მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს მირანდას ავტოგოლის წყალობით, არამედ წინაც გავიდნენ ნეიმარის მეორე გოლის შემდეგ. მეორე ტაიმი "ატლეტიკომ" გაბის გარეშე დაიწყო. შეხვედრის დასრულებამდე დიეგო სიმეონეს გუნდს მოედნიდან გაუძევეს მარიო სუარესიც, რომელმაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად ამისა, კატალონიურმა კლუბმა თამაშის მეორე ნახევარში გოლის გატანა ვეღარ შეძლო.
"კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში ასევე "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" გაიმარჯვეს. მათ მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ლუის ენრიკეს გუნდი ესპანეთის თასის ნახევარფინალში "ვილიარეალსა" და "ხეტაფეს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დღეს გახდება ცნობილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 29 ]