ბრუნო სორიანო "ბარსელონასთან" განმეორებით მატჩს გამოტოვებს

ბრუნო სორიანო "ბარსელონასთან" განმეორებით მატჩს გამოტოვებს

ესპანეთის თასის ნახევარფინალში "ბარსელონას" მეტოქის, "ვილიარეალის" კაპიტანი ბრუნო სორიანო განმეორებით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კატალონიურ კლუბთან გამართულ პირველ თამაშში, ნეიმართან ორთაბრძოლის დროს, ბრუნომ ტრავმა მიიღო. როგორც გაირკვა, "ვილიარეალის" კაპიტნის დაზიანება სერიოზულია და ის ფეხბურთს 2-3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ნიშნავს, რომ 30 წლის ნახევარმცველი 4 მარტს, თასის განმეორებით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

30 წლის ნახევარმცველი "ვილიარეალის" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მასზე მეტი თამაში მხოლოდ გუნდის მეკარემ, სერხიო ასენხომ ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.