სერხიო ასენხო "ბარსელონასთან" თამაშისთვის მზად იქნება
როგორც "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელი, ხავიერ კალეხა აცხადებს, გუნდის პირველი მეკარე, სერხიო ასენხო "ბარსელონასთან" თამაშისთვის მზად იქნება. ასენხომ ტრავმა ჯერ კიდევ თებერვალში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და მისი დაბრუნება მხოლოდ წინა კვირას, სათასო მატჩში შედგა, სერიოზულ თამაშებში კი ჯერ მონაწილეობა არ მიუღია.
ასენხო ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კიპერია და ის "ყვითელ წყალქვეშა ნავში" 2014 წლიდან ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]