დიბალა: ""ბარსელონაში" თამაში ჩემი ოცნებაა"
იტალიური "პალერმოს" თავდამსხმელმა, პაოლო დიბალამ, განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონაში" ან "მანჩესტერ სიტიში" თამაში მისი ოცნებაა და დიდი სიამოვნებით გადავიდოდა ზემოთ ხსენებული გუნდებიდან ერთ-ერთში.
"როდესაც ვთამაშობ "ფლეისთეიშენს" (ვიდეო თამაშების კონსოლი, რედ.), მე ყოველთვის "ბარსელონას" ან "მანჩესტერ სიტის" ვირჩევ. ორივე გუნდი უდიდეს სიმპათიას იწვევს ჩემში და მათ რიგებში გამოსვლა ჩემი ოცნებაა. სიამოვნებით ვითამაშებდი მესისთან მხარდამხარ," -დაასრულა დიბალამ.
ცნობისთვის, დიბალა 21 წლისაა და "პალერმოში" 2012 წლიდან ირიცხება. მან 78 მატჩში 19-ჯერ მოახერხა ბურთის კარის ბადეში გახვევა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, პაოლო არგენტინის პირველ გუნდში არასოდეს გამოუძახებიათ. აღსანიშნავია, რომ მას ასევე პოლონეთის და იტალიის მოქალაქეობაც აქვს, თუმცა ამის მიუხედავად არაერთხელ უთქვამს, რომ არ სურს რომელიმე ქვეყნის მაისურით გამოსვლა და არ აპირებს არგენტინის "ღალატს".
დიბალას, თამაშის სტილით ხშირად ადარებენ მის თანამემამულე სერხიო აგუეროს და ასევე "რომას" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ვინჩენცო მონტელას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 31 ]