მესიმ შაბათ-კვირა აგუეროსთან და საბალეტასთან ერთად გაატარა

მესიმ შაბათ-კვირა აგუეროსთან და საბალეტასთან ერთად გაატარა

"ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, გასული შაბათ-კვირა "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ ფეხბურთელებთან, სერხიო აგუეროსთან და პაბლო საბალეტასთან ერთად გაატარა. ამ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც "სიტი" ინგლისის თასიდან გამოვარდა, "ქალაქელთა" ფეხბურთელებმა მცირე შვებულება მიიღეს. აგუერომ და საბალეტამ მესის სტუმრობა გადაწყვიტეს და გასული უქმეები მასთან ერთად ესპანეთში გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.