"ბარსელონა"-"ლევანტე": საინტერესო ფაქტები
"ბარსელონასა" და "ლევანტეს" შორის გამართულ მატჩში, ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში, არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ ამ ფაქტების ჩამონათვალს:
- "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა მესისთვის, ნეიმარისა და სუარესისთვის მე-5 მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც სამივე მათგანმა გაიტანა გოლი. მანამდე "ბარსას" ტრიომ "პარი სენ ჟერმენს" (3-1), "ელჩეს" (5-0), "ატლეტიკოსა" (3-1) და "ატლეტიკს" (2-5) გაუტანა.
- "ლევანტესთან" გატანილი 5 გოლის წყალობით, არგენტინელს, ბრაზილიელსა და ურუგვაელს უკვე 48 გოლი დაუგროვდათ ესპანეთის ჩემპიონატში. მათ შორის საუკეთესო მეგოლე, 26 გატანილი ბურთით, ლეო მესია.
- "ლევანტეს" წინააღმდეგ მესიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ შემთხვევაში, ლეოს ასისტით, თავი ნეიმარმა გამოიჩინა.
- ნეიმარმა გასულ კვირაში ერთი გოლი გაიტანა. ახლა, საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს 11 შეხვედრაში აქვს ანგარიში გახსნილი "ბლაუგრანელთა" სასარგებლოდ. ამ 11 მატჩში, მან პირველი გოლი 8 შემთხვევაში გაიტანა.
- ლუის სუარესმა პირველად გაიტანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ. მან დანარჩენი 6 გოლი ძირითად შემადგენლობაში ყოფნის დროს გაიტანა.
- "ბარსელონამ" "ლევანტეს" წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მეათედ გაიტანა 5 ან მეტი გოლი, "კამპ ნოუზე" კი მეშვიდედ. მანამდე "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "კამპ ნოუზე" 5 ან მეტი გოლი შემდეგ გუნდებს გაუტანეს: "გრანადა" (6-1), "სევილია" (5-1), "ესპანიოლი" (5-1), "უესკა" (8-1), "კორდობა" (5-0), "ელჩე" (5-0).
- "ლევანტეს" დამარცხებით "ბარსამ" ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. იგი 4 იანვრის შემდეგ არ დამარცხებულა, გაიტანა 42 გოლი და გაუშვა მხოლოდ - 8.
- ლეო მესიმ "ბარსელონას" შემადგენლობაში 31-ე ჰეთ თრიქი შეასრულა. კვირას, არგენტინელმა პირველად გაუტანა "ლევანტეს" 3 გოლი. მას ლა ლიგის ამ გუნდის წინააღმდეგ ჰეთ თრიქი აქამდე არასდროს ჰქონდა შესრულებული.
- მესიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორედ შეასრულა თერთმეტმეტრიანი. მან პირველი პენალტი სწორედ "ლევანტეს" წინააღმდეგ დაარტყა, სეზონის პირველი ნახევრის მატჩში. შეგახსენებთ, რომ მაშინ ლეომ თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
- "ბარსელონას" როტაცია "ლევანტესთან" მატჩში ერთ-ერთი აქტუალური სასაუბრო თემა იყო. კვირას, ლუის ენრიკემ დაცვაში მონტოია, ბარტრა, მასკერანო და ადრიანო ათამაშა. ამ 4-მა ფეხბურთელმა წელს პირველად ითამაშა ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ სუარესმა მოედანზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა, მან მაინც მოახერხა დასამახსოვრებელი გოლის გატანა:
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 47 ]