"ბარსელონა"-"ლევანტე": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ლევანტესთან" მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ასტურიელი ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.
"ფეხბურთელებს არ აქვთ ზედმეტ ეიფორიულ მდოგმარეობაში ყოფნის მიზეზი. მათ იციან, რამდენად რთულია ტიტულების მოგება. თუმცა, მომწონს გულშემატკივრების ეიფორიაში ხილვა. სწორედ ესაა მთავარი ფაქტორი, რომელიც პოზიტივს გვმატებს ტიტულებისთვის ბრძოლაში.
ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა მნიშვნელოვანი არაა. მთავარი ისაა, რომ წარმატებით ჩატარებული შეხვედრები ტიტულების მოგებაში დაგვეხმაროს.
შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა არ ვიყავით საკმაოდ დაბალანსებულნი ისე, როგორც პირველ ნახევარში.
გამარჯვებამ დიდი სტიმული შემატა ისევე როგორც გუნდს, ასევე ფეხბურთელებსაც.
გუნდში ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელის ყოფნა ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლია მოთამაშეების როტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი რესურსი გვაქვს. ჩვენი რესურსი პრაქტიკულად შეუზღუდავია.
პედრო არასდროს კარგავს თავის ფორმას, ასე რომ, ჩვენთვის ის ბევრს აკეთებს. პედრო არის და იქნება მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მინდა, რომ უფრო ხშირად ითამაშოს, მაგრამ ვიცი, რომ, როდესაც ჩვენ გვჭირდება, ის ყოველთვის მზდაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 41 ]