"ბარსელონა"-"ვალენსია": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ვალენსიასთან" მოგებული შეხვედრის (2:0) შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ, მეტოქის მაღალი პრესინგის გამო, ცოტა შეცდომები დავუშვით. მეორე ტაიმში თამაში უფრო მეტად გავაკონტროლეთ. ამ შესანიშნავი შედეგით პირველი ადგილი შევინარჩნეთ. ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, რომლებმაც, მიუხედავად რთული კალენდრისა, ყველაფერი გაიღეს.
გამარჯვება ნამდვილად დავიმსხახურეთ, რადგან ფეხბურთში მთავარი ეფექტურობაა.
კმაყოფილი ვარ თითოეული თამაშისადმი ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
პირველივე დღიდან ვხედავ, რომ ფეხბურთელებს ტიტულების მოგება სურთ და ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობენ.
რამდენიმე ფეხბურთელმა, ტრავმის მაღალი რისკის გამო, დღეს ვერ ითამაშა. პსჟ-სთან მატჩამდე აღსადგენად რამდენიმე დღე გვაქვს.
დღესაც კვლავ ერთი გუნდი ვიყავით. თავდამსხმელებმა მოგვცეს ის, რასაც მათგან ყოველთვის ვითხოვთ. ისინი უნდა დაეხმარონ დაცვასაც.
მესიმ, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა, ძალიან კარგად ითამაშა შეტევაშიც და დაცვაშიც.
როგორ უნდა მოვიქცე, რომ ორივე მეკარემ უმაღლეს დონეზე ითამაშოს? ყველაფერი ძალიან ადვილია, რადგან სუბისარეტამ ორი შესანიშნავი მეკარე მიყიდა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]