ფაუსი: "კატარი "ბარსელონას" მეგობარია"

ფაუსი: "კატარი "ბარსელონას" მეგობარია"

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლუბს Telefonica-სთან კონტრაქტის გაფორმებაში ხელს კატარელები უშლიდნენ.

კატალონიური კლუბის მაისურის მთავარი სპონსორი Qatar Airways არის, ხოლო Telefonica-მ, ახლახანს, "ბარსას" სატელევიზიო უფლებები ერთი წლით შეიძინა. ამ კომპანიამდე "ბარსელონას" სატელევიზიო უფლებებს Mediapro ფლობდა.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კატარიდან დაგვირეკეს. ისინი, უბრალოდ, Telefonica-სთან არსებული შეთანხმებით დაინტერესდნენ.

კატარელებს მთელს მსოფლიოსთნ აქვთ კავშირები, მათ შორის Mediapro-სთანაც.

კატარი "ბარსელონას" მეგობარია, ისევე, როგორც Mediapro-ს მეგობარი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.