"ბარსამ" და ბუსკეტსმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

"ბარსამ" და ბუსკეტსმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ და ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს Marca კლუბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტი გათვლილი იქნება 2019 წლამდე. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, ბუსკეტსი "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება მესის, ჩავისა და ინიესტას შემდეგ.

"ბარსასა" და ბუსკეტს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამჟამად, მოსაგვარებელი დარჩა რამდენიმე მცირე დეტალი. ივარაუდება, რომ მხარეები ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.