პელეგრინი "ბარსელონას" ფორმაზე საუბრობს

პელეგრინი "ბარსელონას" ფორმაზე საუბრობს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ სრულებით არ აწუხებს "ბარსელონას" შემტევი ტრიოს ფორმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ.

ლიონელ მესი, ნეიმარი და სუარესი ბრწყინვალე ფორმაში არიან. მათ ფაქტიურად არ შეუძლიათ მატჩი დატოვონ გოლის გარეშე.

"ფეხბურთში სამი კვირაც კი მნიშვნელოვანია. სამი კვირის წინ გუნდი ფატალურ მდგომარეობაში იყო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრეზიდენტმა ნაადრევი არჩევნებიც კი დანიშნა. ახლა ყველაფერი პირიქითაა, "ბარსელონას" შემტევი ტრიო ბრწყინვალე ფორმაშია, კრიზისი კი უკვე "რეალში" დაიწყო. ამიტომ მე არ ვღელავ ამაზე". აცხადებს ჩილელი სპეციალისტი.

"ჩვენ არ ვიცით თუ როგორ ფორმაში შევხვდებით "ბარსელონასთან " თამაშს, ეს უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული." - დაასრულა პელეგრინიმ.

"ბარსელონა" და "სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე  ერთმანეთს 24 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.