"ბარსელონა" პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან ითანამშრომლებს
"ბარსელონამ", კრიშტიანუ რონალდუს შეურაცხმყოფელი შეძახილების ავტორი გულშემატკივრების დასჯის საკითხზე, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, "ბარსელონასა" და "ლევანტეს" შორის გამართული თამაშის დროს, კატალონიელები გულშემატკივრები მღეროდნენ სიმღერას ტექსტით "კრიშტიანუ რონალდუ მთვრალია." პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო, ხოლო კატალონიელები ამ ორგანოსთან თანამშრომლობას აპირებენ.
"ჩვენი უსაფრთხოების სამსახური მზადაა პროფესიული ფეხბურთის ლიგას დაეხმაროს. იგივე ეხება "ბარსელონას" მხრიდან იურიდიული პროცედურების მოგვარებას. არ ვიცი, რა სასჯელი ემუქრებათ ამ ადამიანებს. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან სრულყოფილად ითანამშრომლებს. რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]