დემიჩელისი: "მესი კვლავ ის მანქანა გახდა, რომელიც ადრე იყო"

დემიჩელისი: "მესი კვლავ ის მანქანა გახდა, რომელიც ადრე იყო"

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, მარტინ დემიჩელისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელების მეტოქე კატალონიის "ბარსელონაა".

"მაყურებლისთვის ფავორიტი - "ბარსელონაა", მაგრამ არა ჩვენთვის. მატჩები გვაჩვენებს ვინ არის მართალი და ვინ არა. რაც შეეხება მესის, ვფიქრობ, რომ ის კვლავ ის მანქანა გახდა, რომელიც ადრე იყო. რთულია გამოიცნო "ბარსელონას" შემტევი ხაზის მოქმედებები. სამივე ფორვარდი - ნამდვილი ოსტატია. მე შემიძლია ვნახო მათი მონაწილეობით 10-20 შეხვედრა, მაგრამ მათ შეუძლიათ გუნდს გამარჯვება მოუტანონ რაღაც განსაკუთრებულით, რაც არავის უნახავს." - განაცხადა, დემიჩელისმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 48 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.