ნეიმარი: "მესი რონალდუზე ძლიერია"

ნეიმარი: "მესი რონალდუზე ძლიერია"

"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი თავის თანაგუნდელ ლიონელ მესიზე საუბრობს. ბრაზილიელი არგენტინელ ვარსკვლავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევს.

"მესი - უდიდესი ფეხბურთელი იმათ შორის, რომლებიც ოდესმე მინახავს. რონალდუსთან ერთად ის მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა ლეო ჩემი მეგობარია, ამიტომ ჩემთვის ის უფრო ძლიერია."

ნეიმარმა, ასევე, ნათლად მიანიშნა, რომ ახლა კლუბში არანაირი პრობლემა არაა: "მოხარულები ვართ, რომ რთული პერიოდის გადალახვა შევძელით. იმედი მაქვს, ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.