კარვახალი: "ბარსელონასთან" მატჩამდე ქულები აღარ უნდა დავკარგოთ"

კარვახალი: "ბარსელონასთან" მატჩამდე ქულები აღარ უნდა დავკარგოთ"

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი აცხადებს, რომ მადრიდულმა კლუბმა "ბარსელონასთან" შეხვედრამდე ყველა თამაში უნდა მოიგოს.

"ატლეტიკთან" მატჩში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. "კამპ ნოუზე" მატჩამდე ქულები აღარ უნდა დავკარგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ტურნირის ცხრილში პირველი ადგილი დავთმოთ. ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ კარგი გუნდები არიან, რომლებთანაც მოგება რთულია," - აცხადებს კარვახალი.

25 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერი მადრიდის "რეალია", რომელსაც "ბარსელონა" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.