მარსელინო: "ვილიარეალით" ვამაყობ"
"ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბთან შეხვედრაში თავისი გუნდის ნაჩვენები თამაშით ამაყობს.
"მეტოქის კართან სიზუსტე დაგვაკლდა. არ ვფიქრობ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც "ბარსელონა" ამხელა საფრთხეს შეუქმნის. თუ უმცირესობაში არ დავრჩებოდით, წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი გვექნებოდა. თუმცა, უნდა ვიამაყოთ ჩვენი გუნდით. იგი იბრძოდა გამარჯვებისთვს, თამაშის ბევრ ფაზაში დომინირებდა და შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი. "ბარსელონას" კი ბევრი რამ არ სჭირდება გოლის გასატანად. მაგალითად, მათ პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიტანეს," - აცხადებს მარსელინო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]