"ბარსელონა" – "რაიო": საინტერესო ფაქტები

"ბარსელონა" – "რაიო": საინტერესო ფაქტები

კვირას "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "რაიოს" უმასპინძლა და ანგარიშით 6–1 დაამარცხა მეტოქე. წარმოგიდგენთ აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს:

  • ლუის სუარესმა ოთხ შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელს ყოველ 58 წუთში ერთი გოლი გაჰქონდა.
  • "ბლაუგრანას" მაისურით ეს ფეხბურთელის მეორე დუბლი აღმოჩნდა. პირველად მან ორი გოლის გატანა "სითის" კარში მოახერხა.
  • კვირას ლეო მესიმ კარიერაში 32-ე ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
  • სამი გატანილი გოლის შემდეგ, ლეო მესი კრიშრიანუ რონალდუსთან ერთად ლა ლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 30 გატანილი ბურთია.
  • მიმდინარე სეზონში მესამედ "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილის სათავეში მოექცა. პირველად კატალონიელებმა ლიდერობა პირველი ტურის შემდეგ მოიპოვეს, მეორედ კი მეოთხე და მეექვსე ტურებს ჩათვლით იდგნენ სიის სათავეში.
  • "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ლა ლიგაზე ყველაზე მეტი, 76, გოლის გატანა მოახერხეს. ამასთანავე გუნდმა 26 შეხვედრაში საკუთარ კარში მხოლოდ 16 ბურთი მიიღო, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.
  • კატალონელებმა მიმდინარე სეზონში მეექვსედ შეძლეს "კამპ ნოუზე" ერთ შეხვერდაში ხუთი და მეტი გოლის გატანა. მათი მსხვერპლი კი შემდეგი გუნდები გახლავთ: "გრანადა", "სევილია", "ესპანიოლი", "კორდობა", "ლევანტე" და "რაიო".
  • "ეიბარის" წინაარმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჟორდი ალბა და დანი ალვესი. 
  • კვირის შეხვედრაში ზუსტი გადაცემებით ჩავი გამოირჩეოდა. მის ანგარიშზე 61 ზუსტი პასია. წარმოგიდგენთ ესპანელის მიერ გაკეთებულ გადაცემებს. მწვანედ ნაჩვენებია ზუსტად შესრულებული გადაცემები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 78 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.