ნეიმარი: "ვფიქრობ, ჩვენი ტრიო უფრო ძლიერია, ვიდრე ბეილი - ბენზემა - რონალდუ"

ნეიმარი: "ვფიქრობ, ჩვენი ტრიო უფრო ძლიერია, ვიდრე ბეილი - ბენზემა - რონალდუ"

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა კლუბის თავდამსხმელებზე ისაუბრა. იტყობინება, Marca.

"მსურს ამ სეზონში სამივე ტიტული მოვიგო და არა კონკრეტულად ერთი. ჩვენს გუნდს ეს შეუძლია."

- რას იტყვით თქვენს ტრიოზე, ლუის სუარესთან და ლიონელ მესისთან ერთად ? 

"ჩვენ ვცდილობთ მეტოქეებს დაცვაში პრობლემები შევუქმნათ და დღითიდღე უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის. მესი - მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, სუარესი კი ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემთვის სასიამოვნოა მათთან ერთად თამაში."

- თქვენი ტრიო უფრო ძლიერია თუ ბეილი - ბენზემა - რონალდუ ? 

"ვფიქრობ, კი ძლიერია, მაგრამ არ მიზიდავს მეტოქეების განსჯა." - განაცხადა, ბრაზილიელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.