ჩავის 750-ე ოფიციალური მატჩი "ბარსაში"

ჩავის 750-ე ოფიციალური მატჩი "ბარსაში"

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ეიბართან" მატჩში, ჩავი ერნანდესი, თამაშის 62-ე წუთზე, მოედანზე გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 750-ე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

"ბარსელონაში" 35 წლის ნახევარმცველი, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, რეკორდსმენია. მეორე ადგილს იკავებს კარლეს პუიოლი (593 მატჩი), რომელმაც, როგორც იცით, კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა.

ჩავიმ, რომელიც კატალონიური კლუბის პირველ გუნდში 1998 წლიდან თამაშობს, 750 ოფიციალურ შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.