ლუის ენრიკე: "სუარესი სწორედ ამისთვის შევიძინეთ"
"ელ კლასიკოში" მოგების შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და როგორც საკუთარი, ასევე მეტოქე გუნდი შეაქო.
"ორივე გუნდმა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა. "ბარსა" და "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არიან. ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ.
ჩემს ფეხბურთელებს უბურთოდ თამაში უჭირდათ, მაგრამ ისინი თავს უკეთ გრძნობდნენ, როდესაც მას დაეუფლებოდნენ.
იქცა თუ არა გადამწყვეტ ფაქტორად მესის ცენტრში შეწევა? ლეოს მოქმედების თავისუფლება აქვს. ჩვენ გვინდოდა, რომ ხაზეს შორის მეტი მოძრაობა ყოფილიყო.
სტანდარტულ მდგომარეობებზე მუშაობა? პირველი გოლი უფრო მეტად ფეხბურთელების დამსახურებაა - მესიმ ზუსტად ჩააწოდა, ხოლო მატიემ თავით კარგად დაარტყა.
ისე თამაში, როგორც სუარესმა გოლის მომენტში ითამაშა, ბევრს არ შეუძლია. ის სწორედ ამისთვის შევიძინეთ.
დაიბრუნა თუ არა პიკემ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველის წოდება? ის ამისკენ მიისწრაფვის. ხერარდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მან ასევე უნდა განაგრძოს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 30 ]