საბალეტა იმედს არ კარგავს

საბალეტა იმედს არ კარგავს

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი მცველი პაბლო საბალეტა მიიჩნევს, რომ მის გუნდს, "ბარსელონასთან" გამართულ პირველ მატჩში ცუდი შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა შეუძლია.

"რა თქმა უნდა, პირველი თამაშის შედეგი ის არაა, რაც ჩვენ გვინდოდა. თუმცა, მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი მაინც გვაქვს. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ასე რომ, ბარსელონაში მოსაგებად უნდა ჩავიდეთ.

"ბარსელონას" შემტევი ტრიო, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, ჩვენს თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს, გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია." - განაცხადა საბალეტამ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში 2:1 მოგების შემდეგ, "ბარსელონა" "სიტის" ოთხშაბათს უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.