"ბარსა"-"სიტის" მატჩში კატალონიელთათვის იღბლიანი როკი იმსაჯებს
ცნობილი გახდა იმ არბიტრის ვინაობა, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის იმსაჯებს. UEFA-მ ეს მისია იტალიელ არბიტრს, ჯანლუკა როკის დააკისრა.
როკი "ბარსელონას" მატჩში მეოთხედ იმსაჯებს. კატალონიელებმა წინა 3 თამაში მოიგეს. 2010 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსამ" "პანათინაიკოსი" სტუმრად 3:0 დაამარცხა. 2012 წელს, იმავე ეტაპზე, "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში, კატალონიელებმა "სელტიკს" 2:1 სძლიეს. მიმდინარე სეზონში, კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლუის ენრიკეს გუნდმა აპოელ-ი სტუმრად 4:0 გაანადგურა.
"სიტის" მატჩში როკის ერთხელ უმსაჯია. 2012 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ქალაქელები" "რეალს" მანჩესტერში დაუზავდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 78 ]