პსჟ-სა და "ბარსელონას" კლატენბურგი უმსაჯებს
UEFA-მ იმ მსაჯის ვინაობა გაამხილა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, "პარი სენ ჟერმენისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში იმსაჯებს. ეს მისია ინგლისელ არბიტრს, მარკ კლატენბურგს დაეკისრა.
მარკ კლატენბურგი 40 წლისაა. ის 1990 წლიდან მსაჯობს, ხოლო FIFA-ს არბიტრის წოდებით 2006 წლიდან სარგებლობს. კლატენბურგს UEFA-ს მიერ ჩატარებულ მატჩებში 56-ჯერ უმსაჯია, აქედან 21-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე.
კლატენბურგი "ბარსელონას" შეხვედრაში პირველად იმსაჯებს. პსჟ-ს მატჩში მას მონაწილეობა ერთხელ მიუღია. 2013 წლის დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პარიზელებმა "ბენფიკასთან", სტუმრად, 1:2 წააგეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]