კაბალიერო: "ღმერთა ქნას, "ბარსას" ფეხბურთელები მხოლოდ "კლასიკოზე" ფიქრობდნენ"

კაბალიერო: "ღმერთა ქნას, "ბარსას" ფეხბურთელები მხოლოდ "კლასიკოზე" ფიქრობდნენ"

"მანჩესტერ სიტის" კარის დარაჯს, ვილი კაბალიეროს იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონას" ფეხბურთელები კვირის ბოლოს გასამართ "ელ კლასიკოზე" იფიქრებენ.

"თუ რეალისტები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველ მატჩში ცუდი შედეგის დაფიქსირების შემდეგ "კამპ ნოუზე" წარმატებით თამაში უკვე დიდი ხანია არავის გამოსვლია. თუმცა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ბრძოლას ვაპირებთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს. ღმერთმა ქნას, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები მხოლოდ "რეალთან" გასამართ მატჩზე ფიქრობდნენ. თუმცა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ თამაშზე არ აისახება. ვფიქრობ, ყველამ მესის განეიტრალებაზე უნდა ვიმუშავოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.