ინიესტას პრეს-კონფერენცია

ინიესტას პრეს-კონფერენცია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, "მანჩესტერ სიტისთან" 1/8-ფინალის განმეორებითი თამაშის წინ, პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გუნდის მიზანი მიმდინარე კვირის ორივე მატჩის მოგებაა.

"ვიცით, რომ ამ კვირაში ორი ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ალბათ, "სიტისთან" მატჩი უფრო მნიშვნელოვანია. რა შეიძლება იყოს "მანჩესტერ სიტისთან" მოგების შემდეგ "ელ კლასიკოზე" უკეთესი? "რეალთან" შეხვედრისთვის ხუთშაბათს დავიწყებთ მზადებას.

"სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია მაღალი დონის ფეხბურთელებით, რომელთაც სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ. ხვალ ისინი შეიძლება უფრო საშიშნი იყვნენ, ამიტომ აუცილებელია სრულად კონცენტრირება.

მანჩესტერელების შემტევ ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ანგარიშის შეცვლა. პირველი შეხვედრის შედეგზე ფიქრით შეცდომები არ უნდა დავუშვათ.

ყველა თამაშის წინ მთავარ ამოცანად ბურთის კონტროლს ვისახავთ. ბურთის ფლობით თამაშსაც ვაკონტროლებთ. ჩემპიონთა ლიგაზე თითოეული მცირე მნიშვნელოვანია. ახლა მხოლოდ ერთ მატჩზე, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ და არა "ელ კლასიკოზე".

"სიტი" კიდევ უფრო საშიშია ტურესთან ერთად. მისი ფიზიკური სიძლიერე ზრდის მის მნიშვნელობას. იმედი გვაქვს, იაიას განეიტრალებას შევძლებთ.

გუნდი კარგ ფორმაშია. თითოეული ფეხბურთელი თავის საქმეს ასრულებს. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ყველა ტიტულის მოგების შანსი გვაქვს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.