პსჟ-ს იბრაჰიმოვიჩი, ვერატი და ორიე არ ეყოლება

პსჟ-ს იბრაჰიმოვიჩი, ვერატი და ორიე არ ეყოლება

"პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონასთან" გასამართ მატჩს დანაკლისით ხვდება. ლორან ბლანის გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარკო ვერატი და სერჟ ორიე დისკვალიფიკაციების გამო არ ეყოლება.

იბრაჰიმოვიჩმა, "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში, წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც, მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მარკო ვერატიმ ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. იტალიელი ნახვარმცველი, იბრაჰიმოვიჩის მსგავსად, გუნდს "ბარსელონასთან" გასამართ მე-2 მატჩში დაუბრუნდება.

რაც შეეხება სერჟ ორიეს, "ჩელსისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო, სადისციპლინო კომიტეტმა მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. 22 წლის მარჯვენა მცველი "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს. თუმცა, მისი არყოფნა პსჟ-სთვის დიდი დანაკლისი არაა, რადგან ორიე პარიზელთა სასტარტო შემადგენლობის წევრი არაა.

რაც შეეხება "ბარსელონას" - ლუის ენრიკეს გუნდს, პირველ მატჩში, დანი ალვესი არ ეყოლება, რომელსაც ბევრი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 91 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.