დავიდ ლუისი "ბარსელონასთან" ორივე მატჩს გამოტოვებს

დავიდ ლუისი "ბარსელონასთან" ორივე მატჩს გამოტოვებს

"პარი სენ ჟერმენი" "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართ დაპირისპირებას სერიოზული დანაკლისით ხვდება. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ლორან ბლანის გუნდს, პირველ თამაშში, დისკვალიფიცირებული ვერატი და იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარებოდნენ. დღეს, მათ რიგებს დავიდ ლუისიც შეემატა.

ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ტრავმა "მარსელთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ის "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებდა. L'Equipe-ს ცნობით, დღევანდელი გამოკვლევის შემდეგ, ეს უკვე გადაწყვეტილია. ლუისის მკურნალობას მინიმუმ 4 კვირა ჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის "ბარსელონასთან" გასამართ ორივე მატჩს გამტოვებს.

დიდი ალბათობით, პსჟ-სა და "ბარსელონას" შორის გასამართ პირველ შეხვედრას დააკლდება ტიაგუ მოტაც. ტრავმა მანაც "მარსელთან" მიიღო. დღეს გაირკვა, რომ ნახევარმცველის მკურნალობას დაახლოებით 10 დღე დაჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და პსჟ ერთმანეთს 15 და 21 აპრილს დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 98 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.