მარტინო: "მესის შედეგიანობა მწვრთნელზე არაა დამოკიდებული"

მარტინო: "მესის შედეგიანობა მწვრთნელზე არაა დამოკიდებული"

"ბარსელონას" ყოფილი და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ხერარდო "ტატა" მარტინო მიიჩნევს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად დააყენებს მწვრთნელი ლეო მესის, რადგან "ბარსას" ათიანის შედეგიანობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

"დიდი ხანია ისეთი მესი აღარ გვინახავს, როგორიც ის "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში იყო. მას შეუძლია ითამაშოს როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, გამთამაშებლად, უკანდაწეულ ფორვარდად და 4 ნომრადაც კი.

სიმართლე ისაა, რომ მესის შედეგიანობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ სად დააყენებს მას მწვრთნელი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.