ბუსკეტსი განაცხადში მოხვდა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ელ კლასიკოსთვის" განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ სერხიო ბუსკეტსი "რეალის" წინააღმდეგ თამაშის შანსს ინარჩუნებს. კატალონიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო 18-კაციან შემადგენლობაში მოხვდა.
"რეალის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში ტომას ვერმალენი, ხორდი მასიპი, დუგლასი, მარტინ მონტოია და სერხი რობერტო ვერ მოხვდნენ.
"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ინიესტა, რაფინია, პედრო, მესი, სუარესი, ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]