ალვესი "ბარსას" 3-წლიან ხელშეკრულებას მოსთხოვს

ალვესი "ბარსას" 3-წლიან ხელშეკრულებას მოსთხოვს

ესპანელი ჟურნალისტები კვლავ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ბარსელონა" დანი ალვესს ახალ კონტრაქტს მიმდინარე კვირაში შესთავაზებს.

ალვესის მოქმედ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ბრაზილიელის გაშვებას აპირებს. გასულ კვირაში, ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას "ელ კლასიკოს" შემდეგ შესთავაზებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ენრიკეს ალვესთან კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება სურს. ივარაუდება, რომ "ბარსელონა", მოლაპარაკებების დროს, სირთuლეებს წააწყდება, რადგან ფეხბურთლი 3-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.