ინიესტა: "ცუდია, როცა გულშემატკივრები ჰიმნს უსტვენენ"

ინიესტა: "ცუდია, როცა გულშემატკივრები ჰიმნს უსტვენენ"

"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ესპანეთის თასის ფინალის დროს, გუნდების გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს არ უნდა დაუსტვინონ.

"ცუდია, როცა მსგავსი რამ ხდება და ამის განხილვა გვიწევს. ვისურვებდი, რომ სპორტი სპორტად დარჩეს.

ჩემთვის მთვარია, ლამაზი თამაში ჩავატაროთ და ყველაფერი ის, რაც ფეხბურთს არ ეხება, ზედმეტია.

მესმის, რატომ თქვა უარი "რეალმა" ფინალის მასპინძლობაზე. ჩვენს გუნდებს შორის არსებული  დაპირისპირების გათვალისწინებით, მადრიდელებს არ სურდათ, რომ მათ პრინციპულ მეტოქეს ტიტულის მოგება მათსავე სტადიონზე აღენიშნა.

მიმაჩნია, რომ თასის ფინალის მასპინძელი სტადიონის შესახებ გადაწყვეტილება სეზონის სტარტზე უნდა მიიღონ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.