მოურინიოს სონგი სურს

მოურინიოს სონგი სურს

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა კამერუნელმა ნახევარმცველმა, ალექს სონგმა, რომელიც ამჟამად "ვესტ ჰემშია" განათხოვრებული, კარიერა, შესაძლოა, "ჩელსისი" განაგრძოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 27 წლის ნახევარმცველის სამსახურით ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

თუ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ სონგის "ჩელსიში" გადასვლა სავსებით მოსალოდნელია. როგორც ცნობილია, "ვესტ ჰემი" ფეხბურთელის გამოსყიდვის სურვილს არ გამოთქვამს, ლუის ენრიკე კამერუნელზე იმედებს არ ამყარებს, ხოლო თავად სონგს ლონდონში დარჩენა უნდა. თუ ტრანსფერი განხორციელდა, ივარაუდება, რომ "ბარსელონა" სონგის" სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.