"ტოტენჰემს" სერხი რობერტო უნდა

"ტოტენჰემს" სერხი რობერტო უნდა

ლონდონის "ტოტენჰემი" "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, სერხი რობერტოს დამატებითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსელონა" სერხი რობერტოს გაყიდვაზე, ან არენდით გაშვებაზე წინადადებების მოსასმენად, ამ ეტაპზე, მზად არაა.

23 წლის სერხი რობერტო "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა მხოლოდ 13 თამაშში მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატში რობერტო მოედანზე 8-ჯერ გამოჩნდა, აქედან 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში და ორივეჯერ "ეიბართან" გამართულ მატჩში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.